ჩემი ცოლის დაქალები

ჩემი ცოლის დაქალები

„ჩემი ცოლის დაქალები“ — ქართული სატირულ-იუმორისტული ჟანრის ტელესერიალი მეგობრების ჯგუფზე, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ. სერიალი დადგმულია ფორმულა კრეატივის მიერ. 2011 წლიდან 2019 წლამდე გადიოდა „რუსთავი 2-ის“ ეთერში. 2019 წლის ოქტომბრიდან სერიალი გადის — ტელეარხ "ფორმულაზე". სერიალი აღწერს ერთმანეთისგან განსხვავებული ბავშვობის მეგობრების, ქარაფშუტა კატოს, დიასახლისი ნინასა და ფემინისტი თინას ცხოვრებას, რომელთაც მესამე და მეხუთე სეზონებში შეუერთდებიან ახალი დაქალები - ნატაშკა და ანკა. სერიალი ეხება საზოგადოებისთვის აქტუალურ და თანამედროვე სოციალურ პრობლემებს. 2012 წელს გამოვიდა შუალედური, სრულმეტრაჟიანი ფილმი „ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი“. 2014 წელს აგრეთვე გამოვიდა კიდევ ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი, „ჩემი ცოლის დაქალი კინოში“.

0 trackers | Status: Continuing | Airs on Geo TV | Friday 22:00